Wednesday, April 13, 2011

სტიქიური მოვლენები

 ქარი _ ჰაერის ნაკადი.
საშუალო სტანდარტებით ქარად ითვლება ჰაერის ნაკადი, რომლის სიჩქარეა 0.6 მ/წმ.

ქარები დიდ ფართობზე წარმოიქმნება და ქმნის ვრცელ საჰაერო დინებას _ მუსონს, პასატებს, რომლიდანაც შეიკრება ატმოსფეროს საერთო და ადგილობრივი ცირკულაცია.



ქარი წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის არათანაბარი განაწილების შედეგად და მაღალი წნევის ზონიდან შედარებით დაბალი წნევის ზონისკენ მიიწევს. წნევის არათანაბარი ცვლილების გამო ქარის სიჩქარე და მიმართულება სივრცეში გამუდმებით იცვლება. ქარის სიჩქარე ხახუნის ძალის შესაბამისად იკლებს ან იმატებს.



ქარის სიჩქარის ვიზუალური შეფასებისთვის გამოიყენება ბოფორტის სკალა. ქარის სიჩქარეზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქმნება გრაფიკი, ვექტორული დიაგრამა _ “ქარის ვარდები“.


ვულკანი-ონუსებური მთა,რომელიც  შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამომფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად.განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ლათინურად "ვულკანუს" ძველი რომალების ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ  ღმერთებს. 
 

No comments:

Post a Comment